ირაკლი ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტარამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს ფერმერ ალექსანდრე გარმელიას და გიორგი ზაქარაიას სახელმწიფო პროგრამით გაშენებული მოცვის ბაღები დაათვალიერა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული კულტურის მიმართ ინტერესი მზარდია.

,,საოცარად მშრომელი ხალხია, სახელმწიფოს ხელშეწყობით ალექსანდრე გარმელიამ ნარაზენში და გიორგი ზაქარაიამ ზედაეწერში მოცვის პლანტაციები გააშენეს. ამ კულტურის მიმართ ინტერესი მზარდია, სახელმწიფო პროგრამებიც შესაბამისად მორგებული და ფერმერზე ორიენტირებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში 178 ჰექტარზე მოცვის ბაღი უკვე გაშენებულია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ახალი კომპონენტი ნახევარ ჰექტრამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სრულად აფინანსებს. მხოლოდ ამ კომპონენტით ზუგდიდში 32 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გაშენებულია, გარდა ამისა 35 განაცხადი უკვე დაფინანსებულია და მისი გაშენება აგროვადების შესაბამისად მოხდება”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ალექსანდრე გარმელიას სოფელ ნარაზენში 9 ჰექტარზე მოცვის სხვადასხვა ჯიშების პლანტაცია აქვს გაშენებული, მან პირველი მოსავალი წელს მიიღო და 11 ტონა მოცვის რეალიზება მოახდინა. ახალგაზრდა ფერმერს გიორგი ზაქარაიას კი ლურჯი მოცვი 7 ჰექტარზე აქვს გაშენებული და სეზონურად 150 ადამიანს ასაქმებს, ყოველდღიურად კი მის ფერმერულ მეურნეობაში 15 ადგილობრივი მუშაობს.

,,ჩვენს მუნიციპალიტეტს კენკროვანი კულტურების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ საოჯახო მეურნეობების გაშენებისთვის საჭირო ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 100%-ით დაფინანსების კომპონენტი დაამატა. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას ,,ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო