ამერიკელი სენატორები რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

ამერიკელი „რესპუბლიკელი“ და “დემოკრატი“ სენატორების ჯგუფი რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

სენატორებმა ორპარტიული მიზნობრივი კანონპროექტი - „მავნებლური ქმედებების გამო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის აქტი 2020“ - წარადგინეს, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევებში მონაწილე პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„მიზნობრივი კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერისა და ანტიკორუფციული აქტივისტის ალექსეი ნავალნის ბოლოდროინდელი მოწამვლის ფაქტის, თანამონაწილეები არიან, კანონპროექტი ადმინისტრაციას მიუთითებს დაადგინოს, დაარღვია თუ არა კრემლმა აშშ-ის კანონები, რომლებიც კრძალავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას ”, - ნათქვამია წერილში, რომელიც „დემოკრატი“ სენატორის, კრის კუნსის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტს ხელს აწერენ სენატორები კრის კუნსი, მარკო რუბიო, ბენ კარდინი, მიტ რომნი და კრის ვან ჰოლენი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა