ჩეხეთის საელჩო ჩეხურ-ქართული სამეცნიერო პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჩეხეთის საელჩო ახალი ჩეხურ-ქართული სამეცნიერო პროგრამის შესახებ, რომელიც ქართული უნივერსიტეტების მხარდასაჭერად ჩამოყალიბდა, ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, სტუდენტთა დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდას ჩეხეთის რესპუბლიკაშივ ჰესების დათვალიერებას და სემინარებზე დასწრებით ან ობლაინ-რეჟიმის მეშვეობით (COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით).

„ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიორგი ტრაპაიძემ და ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პეტრ ნოვაკმა პრეზენტაცია გახსნეს.

ჩეხეთის ელჩმა ხაზი გაუსვა ამ პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის, როგორც მაღალი ჰიდროელექტროენერგიული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის. ENERGO-PRO Georgia-ს ჩართულობას პროექტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს კერძო სექტორისა და ჩეხეთისა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის მაგალითს.

პროექტი ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას უწყობს ხელს. პროექტის მთავარი მიზანი ჰიდროენერგეტიკული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესებში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ეს თანამშრომლობა ჩეხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორებისთვის გამოცდილების გაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა