დავით ზალკალიანსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ, ფრანსუა ფილიპ შამპანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სატელეფონო საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კანადას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.

"მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის სიღრმე და მასშტაბი და გამოხატეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერების მიმართულებით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუარესებული უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით გადადგმული დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯების შესახებ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება და შეთანხმდნენ მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო