აკვაკულტურის შესახებ კანონქვემდებარე აქტების შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აკვაკულტურის შესახებ კანონქვემდებარე აქტების შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა, პრაქტიკული საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელების აუცილებელი წინაპირობა იქნება.

„აკვაკულტურის კანონის მიღების შემდეგ, დაწყებულია კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა. მუშაობის პროცესში ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა ის უწყება, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება სფეროს რეგულაცია. აკვაკულტურის მიმართულება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ახალი კანონდებლობა კი, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს”, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე აკვაკულტურის სფეროში კანონქვემდებარე აქტების შემუშავების გეგმა განიხილეს.

„შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები დარგში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, იმსჯელეს აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დადგენის საერთაშორისო სტანდარტებზე, მის მართვასა და მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე, შიდაწყალსატევებში და სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსებულ აკვაკულტურის ობიექტებში საქმიანობის საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად წარმართვის რეგულაციების შემუშავებაზე. შეხვედრაზე შემუშავდა რეკომენდაციები და მათი შესრულების ვადები. სამუშაო შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „EMBLAS-Plus“ (შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება - შერჩეული ღონისძიებები“ ) მხარდაჭერით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო