ვახტანგ გომელაური - არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როდესაც ციხეებში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა, 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა“.

„კრიმინალთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე. ხან ისე შემოატრიალებენ, ხან ასე. არსებობს ოფიციალური მონაცემები წლების მიხედვით. როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა მოიმატა, შევიდნენ საიტზე და მონაცემებს გადახედონ. ნახავთ რამხელა სხვაობაა. სულ კლებადი ვერ იქნება, ხან იკლებს ხან იმატებს, ეს ჩვეულებრივი თემაა. თუნდაც, რომ ავიღოთ 2012 წლამდე, მე არ მიყვარს ხოლმე გახსენება, რომ ძველ მთავრობაში ასე ხდებოდა და ახლა სე ხდება, მაგრამ სამწუხაროდ იძულებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში 24000-25000 ადამიანი იჯდა, ახლა როგორც ვიცი, 9 000-მდეც არაა. მაშინ ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, ახლა ხდება 100 ერთეული. 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც ციხეში 3-ჯერ მეტი ადამიანი იჯდა. არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა“,-აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით