საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 168 აჭარაში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 168 აჭარაში გამოვლინდა.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების აქტიური 3 ათასი შემთხვევიდან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

„ამჟამად აქტიური შემთხვევა გვაქვს 3 ათასამდე; მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენების არის მძიმე, საშუალო და მსუბუქი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა - 168 გახლავთ; იმერეთი 27; კახეთი - 6; თბილისში - 43; სამეგრელო- ზემო სვანეთი 6; სამცხე-ჯავახეთი - 4; ქვემო ქართლი- 3; შიდა ქართლი - 2.

რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, აქ გახლავთ 31 კოვიდინფიცირებული, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა კეთილსაიმედოა. მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმის“,- განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო: რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს