დავით ბაქრაძე - 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ან ქვეყანა დარჩება უკუსვლაში, ჭაობსა და უიმედობაში, ან ყველა ერთად მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს

„ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობოხიძესთან ერთად, წყალტუბოს მოსახლეობას შეხვდა და მათ პარტიის პროგრამა გააცნო.

აკაკი ბობოხიძის თქმით, ის უკიდურესი გაჭირვება, რომელიც ამ რეგიონშია, უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს, გარდამტეხი ცვლილებების მოტანით.

„ჩვენ გვაქვს მორიგი შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვხვდებით წყალტუბოელ ამომრჩევლებს და მათთან ერთად ვაპირებთ გავიმარჯვოთ 31 ოქტომბრის არჩევნებში, რათა მშვიდობიანად, არჩევნების გზით დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და საქართველო მოვამზადოთ გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლა”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ამასთან, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველოს” გეგმით, ამ რეგიონის მცხოვრებლებს ექნებათ საშუალება საკუთარი პროდუქცია გაიტანონ ევროპაში და ამით მიიღონ მეტი კეთილდღეობა.

“ წყალტუბო არის ერთ-ერთი მაგალითი გაშვებული შესაძლებლობებისა და იმის, თუ სადამდე მიიყვანა “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მიუხედავად ივანიშვილის პირადი დაპირებისა, წყალტუბოს რაიონში დღეს არის უზარმაზარი პრობლემები, არც ინფრასტრუქტურაა აღდგენილი, ვერც ტურიზმი მუშაობს, ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა გაიტანონ და გაყიდონ უცხოეთში საკუთარი შრომით მოწეული მწვანილი და ეს არის ის რაიონი, რომელიც არამარტო თავის თავს ირჩენს, არამედ, საქართველოს ბიუჯეტში შეუძლია უზარმაზარი თანხები შეიტანოს.

სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერი უნდა იყოს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები, ჩვენ წყალტუბოელებს ვთავაზობთ სატვირთო ტერმინალს კოპიტნარის აეროპორტში, რომელიც პირდაპირ მოემსახურება ამ ადამიანების პროდუქციის გატანას ევროპაში, ჩვენ წყალტუბოელებს ვთავაზობთ ინფრასტრუქტურის აღდგენას და ტურისტული ინფრასტრუქტურის ისე ჩამოყალიბებას, რომ წელიწადში, იმერეთში, მინიმუმ ჩამოდიოდეს მილიონი ევროპელი ტურისტი, ჩვენ წყალტუბოელებს ვთავაზობთ ყველა იმ ცვლილებას, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ “, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს