სახალხო დამცველი სამი პატიმრის მიმართ, სავარაუდოდ, მუქარა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გლდანის მერვე დაწესებულებაში, სამი პატიმრის მიმართ, სავარაუდოდ, მუქარა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები განხორციელდა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად მიმართა.

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში გვიან ღამემდე ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ სამ პატიმარს შევხვდით და დეტალურად გამოვკითხეთ ისინი. პატიმრები საუბრობენ, სავარაუდო, მუქარაზე და ასევე ,სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ. საუბარია არა ციხის დირექტორის, არამედ, სავარაუდოდ, მოადგილის გვარზე და სხვა პირებზე.

ჩვენ უკვე მივმართეთ გუშინვე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს რომ დაიწყონ გამოძიება. გარკვეული ინფორმაციის დოკუმენტირება და ფოტო გადაღებაც მოვახდინეთ, რომელსაც გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მივაწვდით, მივადევნებთ თვალს ამ პატიმრების უსაფრთხოები დაცვას,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, თუ რა გახდა პატიმრების მიმართ, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის მიზეზი, ნინო ლომჯარია აცხადებს რომ, პატიმრების განცხადებით, მათ უკმაყოფილება კვებასთან და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით გამოთქვეს.

"პატიმრები საუბრობენ სიტყვიერ შელაპარაკებაზე, პატიმრები ამბობენ რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვეს კვებასთან და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გახდა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფისა თუ მუქარის მიზეზი. ეს განმეორდა საკანში მას შემდეგ, რაც პატიმრებმა, სავარაუდოდ, მიიყენეს დაზიანებები,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს