პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ განიხილება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ განიხილება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკვშირებით ბრალდებულებს ამ ეტაპზე მათთვის არ მიუმართავს.

"რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას სამი პირის მიმართ, მოგახსენებთ, რომ საპროცესო შეთანხმების აუცილებელ პირობას ბრალის აღიარება წარმოადგენს. ბრალდებულის უფლებაა აღიაროს, ან არ აღიაროს დანაშაული. ჯერჯერობით ასეთი პოზიცია თქვენს მიერ ხსენებულ ბრალდებულებს არ დაუფიქსირებიათ. ეს არის მოლაპარაკების საგანი", - განაცხადა მუკბანიანმა.

ცნობისთვის, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს ძალადობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა