„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს გაკეთებული განცხადების გამო მათ მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

პარტიის ინფორმაციით, საქმე ეხება განცხადებას, რომლის დროსაც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ამომრჩევლების ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა.

„კარგად იცით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მხოლოდ 3 ოლქში დააყენა კანდიდატი, დანარჩენი კი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად გადაწყვიტა, მეორე ფრონტი გახსნას და ხშირად თავს გვესხმიან ჩვენ, ჩვენს ლიდერებს. ჩვენ არ ვპასუხობთ თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, პარტიის სხვა ლიდერებზე. თუმცა, არსებობს წითელი ხაზი და ეს ჩვენი ამომრჩეველია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არაა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია ან სხვა რომელიმე ლიდერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც წლებია მხარს გვიჭრს. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენ ვერ მოვითმენთ. ამიტომ, მინდა მივმართო „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია - მან თქვა, რომ მისთვის საინტერესო არაა, რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები, არც მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნება თუ ჯაფარიძე მიმართავს ჩვენს ამომრჩეველს და განმარტავს თავის პოზიციას. მოიხადოს ბოდიში,“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო