სახალხო დამცველი ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებულ რეკომენდაციებს წარადგენს

სახალხო დამცველი ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებულ რეკომენდაციებს წარადგენს.

როგორც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან აცხადებს, უმცირესობების უფლებების დაცვის და ინტეგრაციის მიმართულებით, მთელი რიგი აქტივობები მრავალი წელია რაც მიმდინარეობს.

"დღეს წარმოდგენილი იქნება სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობის საბჭოს ხედვა, შეფასება და რეკომენდაციები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის და ინტეგრაციის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მრავალი აქტივობა დიდი ხანია, რაც დაწყებულია, ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს სწრაფი პროგრესი და შედეგები, პრობლემის მასშტაბებთან შედარებით არის ძალიან მცირე,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველი განმარტავს, კორონავირუსის პერიოდში, უარყოფითი განწყობა ჩამოყალიბდა კონკრეტული ეთნიკური უმცირესობების მიმართ.

"კოვიდის პერიოდში, ძალიან აგრესიული და უარყოფითი განწყობა ჩამოყალიბდა კონკრეტული ეთნიკური უმცირესობების თემის და წარმომადგენლების მიმართ. ეს დამოკიდებულება, შესაძლოა, არის ორგანიზებულიც კი, საზოგადოებრივ განწყობებზე ხდება გავლენის მოხდენა თუ თამაში,"-განაცხადა ნინო ლომჯარია

უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებულ რეკომენდაციების წარდგენამდე, მედიასთან ისაუბრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერმა. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური ინკლუზია მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ცნობისთვის, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები შემდეგ საკითხებს მოიცავს:

სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება; ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; განათლება - სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა; კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და განვითარება, მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ანტიდასავლური პროპაგანდის აღმოფხვრის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობა და სხვა საკითხები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა