კელი დეგნანი - ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზეც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ.

მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტები ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს დააზიანებს.

"გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც საუბრობდა დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე. ეს ისეთი ქმედებაა, რაც აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. კარგია, რომ საქართველოში იმყოფებიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და შესაბამისად ახდენენ ანალიზს. ასევე, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ დამკვირვებელთა ძალისხმევას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი", - განაცხადა დეგნანმა.

მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ ქვეყანაში სრულყოფილი არჩევნების ჩატარებას.

"ჩვენ ვიცით, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ჩაატარა და გაირკვა, რომ იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რაც ომბუდსმენის ანგარიშში იყო აღნიშნული, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ თავი შეიკავოს ასეთი ტიპის ქმედებისგან და ხელი შეუწყოს სამართლიანი და კარგი არჩევნების ჩატარებას. გთხოვთ, რომ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის გააკეთოთ", - განაცხადა დეგნანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს