კელი დეგნანი ხვიჩა მღებრიშვილის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ სხვა დაკავებულებსაც გაათავისუფლებენ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ სხვა დაკავებულებსაც გაათავისუფლებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფარგლებში გამართული შეხვედრები ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.

„ძალიან კარგია, რომ უკანონოდ დაკავებულ ადამიანს გაათავისუფლებენ. ვიმედოვნებ, რომ ის თავს კარგად გრძნობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფარგლებში გამართული შეხვედრები საკმაოდ ეფექტური მექანიზმია, რომლის შედეგადაც ამ ადამიანს გამოუშვებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს და ასეთი საკითხები გააქტიურდეს", - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს. მას პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო