გლდანის N 8 დაწესებულებასთან, ციხის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

გლდანის N 8 პენიტენციურ დაწესებულებასთან, ციხის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და მისი სამართლებრივად დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, ციხის უფროსი უხეშად არღვევს თანამდებობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და ზეწოლას ახდენს პატიმრებზე.

"გლდანის ციხის უფროსი ჯალათად არის გადაქცეული, ის აგრძელებს პატიმრებზე ზეწოლას. მან დაარწმუნა რამდენიმე ადამიანი, რომ მე აქცია არ გამემართა და არ მეთქვა ეს სიმართლე. გუშინ სახალხო დამცველის აპარატიდანაც იყვნენ შესული ციხეში, მათ დააფიქსირეს დარღვევა. ციხის უფროსმა პატიმარი მოაქცია დეესკალაციის საკანში, არც მატრასი მისცა, არც სხვა ნივთები და ასე ძაღლივით დააგდო პატიმარი სათვალთვალო კამერაში. ეს არის პირდაპირ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ის მთვრალი დადის ციხეში, შეურაცხყოფას აყენებს პატიმრებს, გაუპატიურებით ემუქრება მათ. მას ასევე ჰყავს პრივილეგირებული პატიმრები, რომლებსაც არ ეხება, ხოლო დანარჩენებს ძალიან ცუდ დღეში აგდებს. ამიტომ ჩვენ ამ ყოველივეზე მოვითხოვთ შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვას, ასევე მივმართავ თეა წულუკიანს, რომ მიხედოს ამ ადამიანს, რადგან ეს ადამიანი აპელირებს, რომ ის არის წულუკიანის ნათესავი. ამიტომ ამ ყოველივეზე გვექნება მკაცრი რეაგირება და მკაფიო მესიჯები",-განაცხადა კობაიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს