სერგი კაპანაძე - რამდენიც არ უნდა იძახოს გომელაურმა, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა

რამდენიც არ უნდა იძახოს გომელაურმა, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომ კრიმინალის დონე შემცირებულია.

სერგი კაპანაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კრიმინალი კატასტროფულად გაიზარდა და ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს.

„ერთ-ერთი მთავარი რაც შესაცვლელია, არის დამოკიდებულება კრიმინალთან, რადგან ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, თუ როგორ გაიზარდა კატასტროფულად კრიმინალი, ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს, რომ ზოგიერთი ტიპის კრიმინალი გაიზარდა 200 და 300%- ით, მათ შორის მკვლელობები, ძარცვა, ყაჩაღობა.

რამდენიც არ უნდა იძახოს გომელაურმა, რომ ყველაფერი კარგად არის და ძალიან მაღალია გახსნის დონე და რამდენიც არ უნდა იძახოს კობახიძემ, რომ მხოლოდ ტელევიზიებში ჩანს კრიმინალი და რეალურად არ არსებობს, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის რეალობა.

ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი გარდამტეხი ცვლილება იქნება სწორედ ეს, რომ კრიმინალი შემცირდეს დრამატულად და არ ხდებოდეს კრიმინალებზე ხელის დაფარება ხელისუფლების მხრიდან, არ იყოს გარიგება ე.წ ქურდულ სამყაროსთან არანაირი ფორმით და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები იყვნენ უფრო უსაფრთხოდ“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როდესაც ციხეებში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა, 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა