პარტიას "სამართლიანობისთვის" დავით გარეჯის საკითხზე პარლამენტში დავით ზალკალიანის მოსმენა სურს

მიგვაჩნია, რომ უახლეს პერიოდში პარლამენტმა უნდა მოისმინოს, როგორც დავით ზალკალიანის, ასევე გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის ანგარიში და ბოლო ინფორმაცია,- ამის შესახებ პარტია ,,სამართლიანობისთვის" განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პარტია 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანის მიერ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხება.

მათივე თქმით, დავით ზალკალიანისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის შეხვედრისას, დავით გარეჯზე საუბრის დეტალები უცნობია.

"დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის სულიერი და მატერიალური კულტურის მნიშვნელოვანი მდგენელია, ამ პრობლემის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესია, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობას მეტი საჯაროობა ახლდეს და ნაკლებად იყოს დახურული.

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელია რამდენჯერმე მოითხოვა, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის ამ თემაზე მოსმენა, როგორც ღია ასევე, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის პირობებში, დახურული ფორმატის ფარგლებში. მხოლოდ ერთი მოსმენა გაიმართა კომისიის ფარგლებში პარლამენტში, რომლის შემდგომ არანაირი ინფორმაცია განახლებული სახით არაა ხელმისაწვდომი.

საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიგვაჩნია, რომ უახლეს პერიოდში პარლამენტმა უნდა მოისმინოს , როგორც დავით ზალკალიანის, ასევე გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის ანგარიში და ბოლო ინფორმაცია“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო