ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ უგულავასაც და ბოკერიასაც - მეგობრებო, დამშვიდდით, მისამართები ნუ გერევათ, ბოღმას ნუ ანთხევთ, საქმეს მიხედეთ თქვენს ოლქებში

სამგორში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რეგიონებში ერთიანი კანდიდატების წარდგენის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებს არ გამიჯვნია და ეს არის ტყუილი.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ხაბეიშვილმა აღნიშნა, პირიქით, ოპოზიციურ პარტიებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანება შესთავაზა.

„თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმეს გაემიჯნა - არის ტყუილი და არაფერ შუაში არ არის გამიჯვნა. მიხეილ სააკაშვილი იყო რომელმაც თქვა, რომ გავაერთიანოთ მთელი ძალები, გავაკეთოთ საერთო სია, იყოს საერთო მაჟორიტარები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენგან იყო შეთავაზება საერთო სიაზე, საერთო მაჟორიტარებზე, გაერთიანების შემთვევაში ვამბობდით პარტიის სახელზეც უარს, ვამბობდით 5 ნომერზე უარს, ვამბობდით, იყოს ფართო კონსენსუსი, შევთანხმდეთ და მეტსაც გეტყვით - 60/40-ზეც კი ვამბობდით, რომ ყოფილიყო სიის დაკომპლექტება. ამის შემდეგ რომ ვინმე იტყვის, თითქოს ვიღაც რაღაცას გაემიჯნა, სირცხვილია და მგონია, რომ ამ სისულელეს უნდა მოვრჩეთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებას, სადაც უგულავამ სამარცხვინო უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებას, რომ ზუგდიდმა უნდა აირჩიოს ზუგდიდელი. ხაბეიშვილი გიგი უგალავას მოუწოდებს, საქმეს მიხედოს და დამშვიდდეს.

„მე მგონია, რომ უკვე შარზე არიან და თუ გაბრაზებულია გიგი უგულავა, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვთქვა, რომ ვწუხვარ ამ ადამიანების გამო, რომ ასეთი გაღიზიანებულები და განერვიულებულები არიან და მოვუწოდებ, მეგობრებო, დამშვიდდით! ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მტერი ჰყავს საქართველოს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, ამიტომ მისამართები ნუ გერევათ, იყავით თქვენს საარჩევნო კამპანიაში, იმუშავეთ თქვენს ამომრჩევლებთან. ჩემი გულწრფელი მოწოდებაა, ნუ ინერვიულებენ ნურც უგულავა და ნურც გიგა ბოკერია. მინდა მათაც და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს დავუფიქსირო ჩემი პატივისცემა, ოღონდ ნურაფერი ნუ შეგეშლებათ, ლანძღვა გინებაზე ნუ გადადიხართ, რადგან თავად დაიზიანებთ ამით თავს, თავად აჩვენებთ საზოგადოებას, რომ თქვენთვის სხვა ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ გიგა ბოკერიასაც და გიგი უგულავასაც, ნუ ხარჯავთ ემოციებს, ბოღმას ნუ ანთხევთ მეგობრებო, საქმეს მიხედეთ თქვენს საარჩევნო ოლქებში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ოლქში, სადაც “ევროპული საქართველოდან” კენჭს გიგი უგულავა იყრის და “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ჩიქოვანი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ექიმ მალხაზ ჯალაღონიას კანდიდატურა დააყენა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს