ირანი და რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხს განიხილავენ

ირანი და რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთში ირანის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელს კირილ დმიტრიევს ვესაუბრე. ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე რაუნდიანი კონსულტაციები გამართეს და განვაცხადეთ, რომ ვითანამშრომლებთ,“- აღნიშნა რუსეთში ირანის ელჩმა კაზემ ჯალალიმ.

ცნობისათვის, ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით რუსეთმა შეთანხმება უკვე გააფორმა ინდოეთთან. შეთანხმება რუსული ვაქცინა Sputnik-V-ის 300 მილიონი დოზის წარმოებას ითვალისწინებს.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა