ადვოკატის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და „ბაჩალიაშვილის საქმესთან ბმაში არ არის“

დაკავებული დავით ფურცხვანიძის ადვოკატის, გიგა სვანიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და არ არის ბმაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან.

როგორც ადოვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებს, დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს დღეს შეხვდება.

"დავით ფურცხვანიძე დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნაკლებად მძიმე კატეგორიის მუხლებით არის ამ ეტაპზე დაკავებული. დაკავებულს ჯერჯერობით არ შევხვედრივარ, ბრალი არ წაუყენებიათ, საქმის მასალებსაც არ გავცნობილვარ. როდესაც წაუყენებენ ბრალს, შემდეგ მოხდება საქმის მასალების გაცნობა და მეტი დეტალი მეცოდინება.

დავით ფურხცხვანიძეს დღეს შევხვდები. ამ ეტაპზე საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, არ არის ბმაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან", -განაცხადა გიგა სვანაძემ.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა