ნინო ბურჯანაძე - ხათუნა ლაგაზიძის კონცეფცია ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

„ქვეყანას ელოდება ძალიან სერიოზული პრობლემები და გამოწვევები. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ უხელმძღვანელებს „საზოგადოებრივი მაუწყებელს”. ამ ტელევიზიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მიმდინარე არჩევნებს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის მიერ წარმოდგენილი კონცეფციას, რადგან მიაჩნია, ის ნათლად ასახავს, როგორი უნდა იყოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

„იმედი მინდა ვიქონიო, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, თუმცა ეჭვი მაქვს ხელისუფლება ჩაერევა ამ არჩევნებში და ვფიქრობ შედეგები იქნება მანიპულირებული. მე ყურადღებით ვადევნებდი კანდიდატურებს თვალ-ყურს და შემიძლია ვთქვა, რომ მომეწონა ხათუნა ლაგაზიძის კონცეფცია, რომელიც ნათლად ასახავს, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო და ქვეყანაში, რომელსაც უნდა დემოკრატიული განვითარება. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერ ხათუნა ლაგაზიძეს, ვფიქრობ, რომ მისი კანდიდატურა ყველაზე მისაღებია და ვისურვებდი ის იყოს არჩეული ხელმძღვანელად“,- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას ,,ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს