„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - ჩვენი კომპანია მეორედ ხსნის ცვლაში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობის რეკორდს

21 სექტემბერს “ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ერთი ცვლის განმავლობაში ორი მობილური ამწით 697 ერთეული ტვირთი (1156 TEU) დამუშავდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წუთში დაახლოებით ერთი კონტეინერი მუშავდებოდა. როგორც “ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ამ მიღწევით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა “ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ საოპერაციო გუნდის მაისის თვის რეკორდი (628 კონტეინერი).

„მიმდინარე წელს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში არაერთი მნიშვნელოვანი საოპერაციო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მათ შორისაა ამწის პროდუქტიულობის ზრდა (ცვლის განმავლობაში გადამუშავებული კონტეინერების უკვე ორი რეკორდული რაოდენობა), გემის მოცდენების გარეშე დამუშავება და სატვირთო მანქანების მოცდენების მნიშვნელოვნად შემცირება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიღწევა საოპერაციო პროცესის მუდმივ და მდგრად განვითარებაზე მიუთითებს და ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად იზრდება ოპერაციების ეფექტურობა ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა რგოლს შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგად“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ოპერაციების დირექტორმა, მეთიუ რანტანენმა.

კომპანიიის განცხადებით, მსგავსად სხვა რეკორდებისა, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც კი ამ დრომდე ფოთის საზღვაო ნავსადგურში გემის 2 მობილური ამწით დამუშავებით მიღწეულა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს