პროკურორი - დავით ფურცხვანიძე პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, საზღვარგარეთ გამგზავრებას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით აპირებდა.

როგორც გუმბერიძემ განაცხადა, ფურცხვანიძეს გასამგზავრებელი ბილეთები უკვე შეძენლი ჰქონდა.

„გამოძიებით დადგენილი გვაქვს, რომ ფურცხვანიძე აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, მას უკვე ჰქონდა ბილეთები. რაც შეეხება იმას, რის ჩამოტანას აპირებდა, არ გავაკეთებთ განმარტებას. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის, რაც ეკისრება წაყენებული ბრალდებით. ეს ითვალისწინებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთას “,- განაცხადა გუმბერიძემ.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ როგორც თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს