„სტრატეგია აღმაშენებელი“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თავმჯდომარის პოსტზე მხარს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას უჭერს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის პოსტზე მხარს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას უჭერს,- ამის შესახებ პარტიის სპიკერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც ფინანსდება ხალხისგან უნდა იყოს დამოუკიდებელი და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ტელევიზია, რომელსაც ექნება მაღალი სანდოობა ხალხში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მხარს ვუჭერთ ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას, რადგან მისი ხედვა გამომდინარეობს თანამედროვე უსაფრთხოების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო უსაფრთხოების გამოწვევებიდან და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, ჩვენ მას ვიცნობთ როგორც დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სპეციალისტს და მიგვაჩნია, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროება სწორედ ასეთი დამოუკიდებელი, კვალიფიციური და წარმატებული მენეჯერი“,- აცხადებს თეონა აქუბარდია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო