საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კერძოდ, კომიტეტის სხდომაზე "მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ" კანონპრექტს, რომლის ავტორი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია, მხარი არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა.

ცნობისთვის, კანონპროექტი პარლამენტში 2019 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. ცვლილებების თანახმად, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის 45 პროცენტის ოდენობით. ასევე განისაზღვრება ასევე საათობრივი ანაზღაურებაც. პროექტი არ ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომელთაც 500 000 ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვა აქვთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა