გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთში იგივე შეცდომას არ დაუშვებს, რაც დაუშვა ისანში - ეს მათ იმიჯზე ცუდად იმოქმედებს

იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთში იგივე შეცდომას არ დაუშვებს, რაც დაუშვა ისანში, ეს მათ იმიჯზე ცუდად იმოქმედებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციაში კინკლაობას ემიჯნება, რადგან ოპოზიციური პარტიების მიზანი არა ერთმანეთის ჩაძირვა, არამედ საერთო ენის მოძებნა უნდა იყოს.

„ჩვენ, „სტრატეგია“ აღმაშენებლის გუნდს გვაქვს აღმშენებლობის სტრატეგია და ვერავინ გადაგვიყვანს ამ მოქმედებიდან, რომ ხალხს ავუხსნათ, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში. კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ კინკლაობას და მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს. არ არის ჩვენი მიზანი ერთმანეთი ჩავძიროთ. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ საერთო ენა“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა. მის განცხადებას, რომ აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხარდაჭერა არ სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა. სამადაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 5 ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე უარის თქმით დათმობაზე წავიდა, რის გამოც ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატებმა, მათ შორის ჯაფარიძემ პარტიას მადლობა უნდა გადაუხადოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს