ლევან კობერიძე - სჯობს იმაზე დაფიქრდეს რომან კაკულია, რომ „ქართული ოცნების“ პროგრამა საერთოდ ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია

„ლელოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი". ლევან კობერიძე რომან კაკულიას დებატებში იწვევს და ურჩევს, დოკუმენტს უკეთესად გაეცნოს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების" გუნდის პროგრამა "ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია", რომელსაც სარჩევიც არ აქვს.

„მგონი, დოკუმენტის წაკითხვა ეზარებათ. ამ შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ცოტა მოსწავლის პოზიციას მაგონებს,ზაფხულის არდადეგებზე წიგნის წაკითხვას რომ დაავალებდნენ, მხოლოდ სარჩევს გადაავლებს თვალს და ამის მიხედვით ცდილობს წიგნზე ისაუბროს. დოკუმენტი შინაარსობრივად აბსოლუტურად სრულყოფილია. კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკის კომიტეტი და "ქართული ოცნების" სხვა წევრები ეკონომიკური გუნდიდან, მას წაიკითხავენ, შეისწავლიან და შინაარსობრივად გაეცნობიან. დიდი სიამოვნებით ვიღებთ მის ამ გამოწვევას პარტია "ლელო". მზად ვართ ეკონომიკური მიმართულებით დებატებისთვის რომან კაკულიასთან. დაასახელოს მან ადგილი, ტელევიზია, ფორმატი, რომელშიც ის მზად იქნება, რომ შემოვიდეს დისკუსიაში. ჩვენ მზად ვართ საგნობრივი, შინაარსიანი და არა ასეთი ზედაპირული განცხადებებისთვის. ამიტომ მას დებატებში ვიწვევთ", - განაცხადა მან.

ლევან კობერიძემ „ქართული ოცნების" გუნდის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. "რაც შეეხება „ქართული ოცნების" გუნდის პროგრამას, სჯობს იმაზე დაფიქრდეს რომან კაკულია, როგორც ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე და „ოცნების" გუნდის წარმომადგენელი, რომ მათი პროგრამა საერთოდ ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია და მას სარჩევიც კი არ აქვს ჯერჯერობით გაკეთებული. დღეს, რაც ეკონომიკაში, ლარის კურსთან მიმართებით ხდება, მათ შორის რომან კაკულიას პასუხისმგებლობაც არის, როგორც ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის. დღეს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ეკონომიკასთან მიმართებით არის, ამის შედეგია სწორედ ლარის კურსი, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და კორუფციაც, რომელიც ქვეყანაში გვაქვს",-განაცხადა კობერიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო