გიორგი ვაშაძე - ხალხს საღამოს ქუჩაში ფეხით გამოსვლის ეშინია და შს მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საქართველოში „კატასტროფული კრიმინოგენული სიტუაციაა“.

ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ადამიანებს საღამოს გარეთ გასვლის ეშინიათ, მინისტრი ამბობს, რომ „ყველაფერი კარგადა“.

„ქვეყანაში არის კატასტროფული კრიმინოგენული სიტუაცია. 2019 წელს ორჯერ გაიზარდა კრიმინალი და განახევრდა გახსნის მაჩვენებელი. უმძიმესი დანაშაულებები, მათ შორის 72 გაუპატიურების შემთხვევაა და მომხდარი მკვლელობების თითქმის ნახევარი არის გაუხსნელი. უამრავი თვითმკვლელობით დარეგისტრირებული მკვლელობაა. ხალხს ეშინია საღამოს ქუჩაში ფეხით გამოსვლის და ეს ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა. მინდა მოსახლეობას მივმართო: ხალხო, ხომ ხედავთ, ესენი არაფრის შეცვლას არ აპირებენ. თანამშრომლობენ კრიმინალებთან, ხელს აფარებენ, რადგან მათი ან პარტაქტივის ახლობლები არიან. ჩვენი მიზანია, დავიწყოთ აღმშენებლობა და შევცვალოთ ხელისუფლება, სხვა გზა და პერსპექტივა ქვეყანას არ აქვს. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თორემ მოვა ის დრო, საერთოდ ქუჩაში ვეღარ გამოვალთ შებინდებულზე“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როდესაც ციხეებში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა, 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო