ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

“ტიბორ ბენკოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრელი ოფიცრების აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის ოქმს, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება. ტიბორ ბენკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს გმირთა მოედანზე მიაგებს პატივს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან “,-აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს