რუსეთში სერგეი მაგნიტსკის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე ახალი გამოძიება იწყება

რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა სერგეი მაგნიტსკის საქმეზე ახალი გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ მაგნიტსკის ოჯახის ადვოკატმა ნიკოლაი გოროხოვმა სააგენტო TASS-ს განუცხადა.

„მაგნიტსკის საქმეზე ახალი გამოძიება დაიწყო. ვფიქრობ, გამოძიება უკავშირდება ვერსიას, რომლის თანახმადაც, ადვოკატი სამხედრო ხარისხის მომწამვლელი აგენტით მოწამლეს. ეს ვერსია პირველად 2018 წელს რუსეთის გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე გაჟღერდა,“- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, 2018 წლის ნოემბერში რუსეთის გენერალური პროკურორის იმჟამინდელმა პრესსპიკერმა ალექსანდრ კურენოიმ განაცხადა, რომ არსებობდა იმის ვარაუდის საფუძველი, რომ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების მიზეზი ალუმინის შემცველი ქიმიური აგენტით მოწამვლა ყოფილიყო.

ცნობილ ადვოკატს სერგეი მაგნიტსკის, რომელიც სიცოცხლეში კორუფციასთან ბრძოლით იყო ცნობილი, ბრალად გადასახადების გადაუხდელობა წაუყენეს. ის დაკავებიდან რამდენიმე თვეში, 2009 წლის ნოემბერში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოულოდნელად გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს