თეა ახვლედიანი - ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ერთობლივად გაწეული ძალისხმევის შედეგს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს.

თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ძალისხმევას, რომ უახლოეს ხანში გათავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა თანამოქალაქეებიც.

„ნამდვილად მისასალმებელია და აღსანიშნავია დღევანდელი ფაქტი, რომ ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ერთობლივად გაწეული ძალისხმევის შედეგს. სამწუხაროდ, კვლავ რჩებიან უკანონო პატიმრობაში ჩვენი სხვა თანამოქალაქეებიც და ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რათა უახლოეს ხანში მათ შეძლონ ასევე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა