“ვითიბი ბანკსა” და იტალიის საელჩოს შორის 9-წლიანი თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გაგრძელდა

“ვითიბი ბანკსა“ და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, “ვითიბი” ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2020 – 2021 წლებში, საქართველოში, ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს იტალიური კულტურის გაცნობას საქართველოს მოსახლეობისთვის და მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.

„ვითიბი ბანკი“, 2011 წლიდან არის იტალიის საელჩოს მხარდამჭერი. ამ თანამშრომლობის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი და საინეტერესო ღონისძიება ჩატარდა, გამოფენები: „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ , „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ , "Evidence. A New State of Art”, ექსპოზიცია „მარადიული რომი“, გამოფენა მიძღვნილი იატლიური მოდის 60 წლის იუბილესადმი და სხვა. იმედს ვიტოვებთ, ამ რთული პერიოდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდება ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და ჩვენ მოსახლეობას, კიდევ არაერთხელ, მიეცემა შესაძლებლობა, გაეცნოს იტალიური ხელოვნების უნიკალურ მრავალფეროვნებას“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს