ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი - შაქარაშვილი თვალით არ მინახავს - მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის განცხადებით, მას გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავს და არც მისთვის ალყის შემორტყმას ჰქონია ადგილი. აღნიშნულის შესახებ ბრალდებულმა "ინტერპრესნიუსისთვის" გაგზავნილ წერილში განაცხადა.

როგორც რევაზიშვილი აღნიშნავს, ის არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმის გამო იმყოფებოდა, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტის განმეორება არ დაეშვა.

"მესმის გიორგის დედის, მამის, დის და იმ ადამიანების, ვინც გულწრფელად განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ეს დიდი ტრაგედია და ვუსამძიმრებ მათ. რაც შეეხება ჩემს სათქმელს, გეტყვით, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს ნამდვილად ვიმყოფებოდი „ტოიოტა ქამრიში“ და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი იქ ყოფნა გამოწვეული იყო ერთადერთი მოტივით, არ დამეშვა ბავშვებს შორის განმეორებით კონფლიქტი. მე გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს და არც ე.წ. ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი, არც ხევის ადგილმდებრაობა ვიცი და შესაბამისად, ვერც ვიქნებოდი იმ ადგილას. ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულოება, რაც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმემ გაანადგურა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ. უფრო მეტიც, პროკურატურამ წაშალა ჩემი გუგლის ექაუნთიდან იმ ღამის გადაადგილების მარშრუტი, რომლითაც დასტურდება პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა. ჩვენ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის შუამდგომლობით, რათა გუგლიდან აღდგენილი იქნეს წაშლილი ინფორმაცია. თუმცა პროკურატურა ამ საკითხზე დუმილის უფლებას იყენებს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე", -აცხადებს "ინტერპრესნიუსისთვის" გაგზავნილ წერილში რევაზიშვილი.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა