რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას ვურჩევდი, თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება

ოპოზიციას ვურჩევდი, რომ თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის ბრალდებებს ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს თაობაზე.

როგორც რატი იონათამიშვილი ამბობს, ოპოზიციამ საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიით ამომრჩეველთან თავი შეირცხვინა და თუ ასე განაგრძობს, რეპუტაცია საერთაშორისო პარტნიორებთანაც შეელახება. ის ოპონენტებს ურჩევს ჭორაობის ნაცვლად საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაიწყონ.

„ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ დამკვირვებელი მისიები ჩამოვიდნენ საქართველოში, მოხარული ვარ, რომ ეს იღებს თავის ნაყოფს და არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადგილზე დააკვირდება საარჩევნო პროცესს, ეს არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი გარანტია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, რაზეც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენ, ხელისუფლებას და ასევე ყველა საარჩევნო სუბიექტს. ვფიქრობ, რადიკალიზაციის გარკვეული მცდელობები იქნება იმ პარტიებისგან, რომლებსაც არ გააჩნიათ საზოგადოების მხარდაჭერა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოს და დემოკრატიულობას საფრთხე დაემუქროს, ჩავატარებთ არჩევნებს ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა