პარიზში მომხდარ დაჭრის ფაქტს ანტიტერორისტული პოლიცია იძიებს

პარიზში, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარ დაჭრის ფაქტს ანტიტერორისტული პოლიცია იძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაშავებულის შესახებ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის შედეგად ორი პირია დაჭრილი.

აღსანიშნავია, რომ პარიზში 15 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც 2015 წელს ჟურნალ „შარლი ებდოს“ ოფისზე თავდასხმაში მონაწილე ორი ჯიჰადისტისთვის დახმარების აღმოჩენაში არიან ეჭვმიტანილები.

შეგახსენებთ, „შარლი ებდოზე“ განხორციელებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა