ირანში კორონავირუსის 3 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 207 ადამიანი დაიღუპა

ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 25 222 - მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევები ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 1-ელი აგვისტოს შემდეგ, როდესაც ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 216 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას, ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 439 882-მდე გაიზარდა.

ირანის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს