OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენი ფუნქცია არ მოიცავს არც ზედამხედველობის ან დახმარების გაწევას, არც ჩარევას - ჩვენი როლი იქნება, უბრალოდ დავაკვირდეთ არჩევნებს

ჩვენი ფუნქცია არ მოიცავს არც ზედამხედველობის ან დახმარების გაწევას, არც ჩარევას. ჩვენი როლი და ფუნქცია იქნება, უბრალოდ დავაკვირდეთ არჩევნებს,- ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯილიენ სტირკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯილიენ სტირკის განცხადებით, სადამკვირვებლო პროცესის დროს გაიმართება შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„ჩვენ ამ არჩევნებს არ ვადარებთ ადრე ჩატარებულ სხვა რომელიმე არჩევნებს არც საქართველოში და არც სხვაგან. ჩვენი ფუნქცია არ მოიცავს არც ზედამხედველობის ან დახმარების გაწევას, არც ჩარევას. ჩვენი როლი და ფუნქცია იქნება, უბრალოდ დავაკვირდეთ, რაც აისახება სამომავლოდ მომზადებულ ანგარიშებში.

ჩვენი სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ფარგლებში, დავაკვირდებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის ადმინისტრაციული მომზადება, ამომრჩევლებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, კამპანიის დაფინანსება”,-განაცხადა ჯილიენ სტირკიმ.

შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო