გიორგი მიქაუტაძე - ნაზი ჯანეზაშვილი უხერხულად უნდა გრძნობდეს თავს, რადგან მის ორმაგ სტანდარტებს საზღვარი არ აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ტყუილებით მანიპულირებს. გარდა ამისა, ის ნაზი ჯანეზაშვილს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

„ვფიქრობ, უხერხულად უნდა გრძნობდეს თავს ქალბატონი ნაზი, რადგან მის ორმაგ სტანდარტებს საზღვარი არ აქვს. გეტყვით რატომაც, ჩვენ ვაკანსიები დავამატეთ დაახლოებით ერთი წლის წინ და გავზარდეთ რაოდენობა სწორედ იმიტომ, რომ მოსამართლეების ნაკლებობა იყო. ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ნაზი ჯანეზაშვილმა და ამით ფაქტობრივად უარი თქვა მოსამართლეების რაოდენობის ზრდაზე. ძალიან ბევრი ფაქტია საჯარო, როდესაც ჯანეზაშვილი აპროტესტებდა კონკურსებს და მოსამართლეების დანიშნვის შეჩერებას ითხოვდა, დღეს კი, საპირისპიროს საუბრობს.

რაც შეეხება მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გაჭიანურებას, რაზეც ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს, კონკურსის გამოცხადების შემდეგ კონკრეტული ვადები - მონაწილე პირების შესახებ დოკუმენტაციის შეგროვების, საბჭოს წევრებისა და კონკურსანტების მიერ ამ დოკუმენტაციის გაცნობის, ეს ვადა რომ დასრულდება, გასაუბრების ეტაპი დაიწყება. ვფიქრობ, საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ეს პროცედურები უნდა იცოდეს. მიუხედავად ამისა, ის მაინც ტყუილებით მანიპულირებს”,-განაცხადა მიქაუტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო