ეკა ბესელია - შს სამინისტროსადმი პრეტენზია უკავშირდება არა იმას, რომ წინასაარჩევნო დარღვევებზე გამოძიება არ იწყება, არამედ იმას, რომ შედეგი არ ჩანს

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კრიტიკა უკავშირდება ფორმალურად დაწყებულ გამოძიებებს, რომელსაც დასასრული არ აქვს და არა იმ ფაქტს, რომ უწყება გამოძიებას არ იწყებს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, მისი უწყება წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე რეაგირებს.

ბესელიას განმარტებით, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და სხვა ძალადობრივ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა ცნობილი არ არის.

„ყველაზე კრიტიკული ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში არის, როდესაც ეს ეხება არა გამოძიების დაწყების ფაქტებს, არამედ იმას, რომ ეს გამოძიება ფორმალურად იწყება, მაგრამ დასასრული არ უჩანს ხოლმე და ფინალური ეტაპი არავინ არ იცის, როგორც სრულდება, მათ შორის, ის გამოძიებები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტებზე არის დაწყებული. ამიტომ პრეტენზია მიმართულია არა იმაზე,თუ გამოძიება რატომ არ დაიწყო, რადგან ხშირ შემთხვევაში იწყება ხოლმე მართლაც, არამედ იმაზე, რომ შედეგი არ ჩანს. არ ვიცით, მაგალითად, ბოლო პერიოდში ძალადობრივ ფაქტებზე, ამომრჩეველზე ზეწოლაზე, ზემოქმედების სხვადასხვა ფორმების გამოყენებზე ვინ არის პასუხისმგებელი. ამიტომ ამაზეა ძირითადად პრეტენზიები მიმართული, მათ შორის, იმ საქმეებზე, რომლებიც მინისტრს გამოუძიებელი საქმეების სახით აქვს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს