ეკა ბესელია - ეს  არ არის მხოლოდ ბიძინას და მიშას არჩევანი - მიკვირს, რატომ გაერთნენ  ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის ლანძღვაში, ცოტა მეტი მოსდით

არ არის მხოლოდ ბიძინას და მიშას არჩევანი, უფრო მეტი არჩევანია უკვე დღეს და ამ არჩევანით უნდა მივიღოთ ახალი კოალიცია, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში ისაუბრა.

მისი თქმით, კოალიციური სისტემა არ იქნება იდეალური, თუმცა იქნება არსებულზე უკეთესი. ბესელიას განმარტებით, მოსახლეობას აქვს უნიკალური შანსი, რომ რეალობა შეცვალოს და კოალიციური მთავრობა აირჩიოს.

„ძალიან მიკვირს, რატომ გაერთნენ ასე ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის თავდასხმასა და ლანძღვაში. კრიტიკა შესაძლებელია, როცა გინდა აჩვენო განსხვავებულობა. მესმის, რომ ეს არის გარკვეული ფორმა, აჩვენო, რომ შენ უკეთესი ხარ, მაგრამ, მე მგონია, რომ ცოტა მეტი მოსდით. მე არ მინდა შევიდე ამ პროცესში, ეს იწვევს იმას რომ, გიპასუხებენ, მერე უნდა უპასუხო და ახლა ამის დრო რატომ უნდა გქონდეს პარტიას, კამპანიას რომ ატარებ? ახლა არის ამოცანა, რომ ყველა იმ პარტიამ, განსაკუთრებით, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა იყოს კოალიციაში, უნდა აჩვენოს, რომ ხალხს სჭირდება ახალი არჩევანი. ეს ახალი არჩევანი ვერ იქნება ერთი პარტია, ეს არის რამდენიმე პარტია. ჩვენი ამოცანაა და მე სულ ვცდილობ, ყველა ეთერში ვთქვა, რომ ახლა ჩვენს მოსახლეობას აქვს უნიკალური შანსი, რომ ეს რეალობა შეცვალოს და კოალიციური მთავრობა აირჩიოს. ამას სჭირდება ის, რომ რაც შეიძლება მეტად აჩვენო ადამიანებს, რომ ეს არის უკეთესი შანსი, ვიდრე ერთპარტიული მმართველობა, რომ არ არის მხოლოდ ბიძინას და მიშას არჩევანი, უფრო მეტი არჩევანია უკვე დღეს და ამ არჩევანით უნდა მივიღოთ ახალი კოალიცია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ იდეალური არ იქნება, მაგრამ იქნება უკეთესი, ვიდრე დღეს არსებული სისტემა, რომელიც იფიქრებს სასამართლო როგორ შეცვალოს, სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირება მოახდინოს, უკეთესი ჯანდაცვის სისტემა შექმნას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო