არმაზ ახვლედიანი - მთელი ამ ხნის განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ხელისუფლების მხრიდან ბათუმში დამატებითი რეგულაციების შემოღებას ეხმაურება. არმაზ ახვლედიანის თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა არ გაუარესებულიყო ეპიდსიტუაცია, ისინი მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობითა და მენეჯერ-ექიმების ჩართულობით იყვნენ დაკავებული მათ საარჩვენო კამპანიებში.

„დღევანდელი ხელისუფლება არის ჩაფლავებული ოცნებების ხელისუფლება, იმიტომ, რომ მან მოახერეხა და ჩვენი ისედაც გაჭირვებული საზოგადოების ხარჯზე შემოიღო ახლა ეს შეზღუდვები. ეს არის სამარცხვინო, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია ოცნების ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ იყო დაკავებული პოლიტიკური კეკლუცობითა და წინასაარჩევნო კამპანიით, მათ შორის, მენეჯერ-ექიმების ამ კამპანიაში ჩართულობით.“ -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო