ნუნუ მიცკევიჩი - ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათთან სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო სივრცეში გაგრძელების დეტალები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის, შესაბამისად, სტუდენტებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება და მიმდინარე აქტუალური საკითხები მათთან ერთად განიხილება.

სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრაზე ნუნუ მიცკევიჩმა სასწავლო ფორმატთან დაკავშირებული საკითხები განიხილა და მათ სააუდიტორიო სივრცეებში დაბრუნების გეგმა გააცნო.

„ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იქნება სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით განპირობებული. გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელების შესახებ მივიღებთ ეტაპობრივად, თანდათანობით, როგორც ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე მთლიანად უნივერსიტეტების შემთხვევაში. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, ამ სემესტრის განმავლობაში, უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე აუდიტორიებში გააგრძელებს სასწავლო პროცესს“,- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ თანმიმდევრული მიდგომის დასტურია ის ფაქტიც, რომ თელავისა და ახალციხის უნივერსიტეტებთან ერთად 1-ლი ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს სააუდიტორიო სივრცეში გორის უნივერსიტეტიც განაგრძობს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს