„თავისუფალმა საქართველომ“ გურაბანიძეების ოჯახს „იაფი მედიკამენტები“ გადასცა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თენგიზ ომანიძემ დღეს, თბილისში „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის ფარგლებში გურაბანიძეების ოჯახს მედიკამენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

თენგიზ ომანიძეს განცხადებით, „თავისუფალმა საქართველომ“ დღეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებული გამოხატული ნების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ადამიანებმა მედიკამენტები სამჯერ, ოთხჯერ უფრო იაფად შეიძინონ და საკუთარი ჯანმრთელობა, გაცილებით იაფად, მაგრამ ამავე დროს ეფექტურად აღიდგინონ.

„საქართველოში არსებულ მასობრივ უმუშევრობასა და სიღატაკეს, ისიც ემატება, რომ ადამიანებს მედიკამენტების შეძენის საშუალებაც კი აღარ გააჩნიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებასა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის სასათბურე პირობები ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთის ინტერესებს იცავენ. ფარმაოლიგარქები მინიმუმ 500%-ანი მოგებით ყიდიან წამლებს, ხოლო სახელმწიფო მათ მონოპოლისტურ მიდგომებზე თვალს ხუჭავს, ვინაიდან ეს კომპანიები ხშირად ხელისუფლების მთავარ დამფინანსებლებად გვევლინებიან“, - განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

„თავისუფალი საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციით, „იაფი მედიკამენტების“ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით