„თავისუფალი საქართველოს“ წევრი - ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსად, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი

„თავისუფალი სართველოს“ ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატი რუსუდან ოქროპირიძე არაქართულენოვანი საარჩევნო პლაკატების გამოჩენას ეხმაურება. მისი თქმით, ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსად, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი.

„ქართული ენა საქართველოს ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობა და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა. იგი საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო-სახელმწიფოებრივი კუთვნილებაა. საქართველოს სახელმწიფო თავის ყველა ფუნქციას ამ ენაზე ასრულებს, იცავს მას და განსაზღვრავს მისი, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას. ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსად, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი. იმ რაიონებში, სადაც დასახლებულია ეთნიკურად არაქართველი ჩვენი მოქალაქეები, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია საარჩევნო პლაკატებს აკრავს მხოლოდ არაქართულ ენაზე, რაც პირდაპირ არის ქართული ენის უპატივცემულობა და ამავდროულად კანონის დარღვევა. „სახელმწიფო ენის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი პლაკატები აბრები თუ სხვა საშუალებები სრულდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეთნიკური უმცირესობები მჭიდროთაა დასახლებული, შესაძლებელია ქართულ ენასთან ერთად იყოს სხვა ენაზეც შესრულებული, ჩვენ კი ვხედავთ, რომ საარჩევნო პლაკატები შესრულებულია მხოლოდ უცხო ენაზე და უგულებელყოფილია ჩვენი სახელმწიფო ენა. სწორედ ესეთი მიზანმიმართული ქმედებები იწვევს მჭიდროდ დასახლებული ეთნიკური უმცირესობების კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას და ხელს უშლის ქართულ საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივი სცენ სახელმწიფო ენასა და კანონს. ამავდროულად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას მკაცრად გააკონტროლოს აღნიშნული საკითხი და გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები, რათა დაცული იქნეს სახელმწიფო ენა და კანონი. „თავისუფალი საქართველო" იდგა და მუდამ იდგება ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე", - აცხადებს რუსუდან ოქროპირიძე.

რუსუდან ოქროპირიძის განცხადებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს