ვლადიმერ კონსტანტინიდიმ გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გააცნო და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და დიასპორის ერთიან ძალისხმევაზე, დიასპორული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინირებულ ქმედებებზე, პანდემიის შედეგად დაზარალებული თანამემამულეების დასახმარებლად.

თავის მხრივ, დიასპორულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს სახელმწიფოსა და დიასპორის უპრეცედენტო ერთიანობა COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზაზე და მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც მათ გასწიეს თანამემამულეთა სოციალური, სამედიცინო, თუ ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.

„აღინიშნა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის მნიშვნელობა, დიასპორის ხელთ არსებული რესურსების გასაძლიერებლად. დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი კრიზისცენტრების მიერ ჩატარებულ სამუშაოზე და დიასპორის სამოქალაქო აქტივობაზე, თანამემამულეთა თანადგომის კუთხით. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებთან ონლაინ შეხვედრები, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ, ქ. მიუნხენში კონსულმა, ზაქარია მეგრელიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა. ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს