„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერები წეროვანში მცხოვრებ მხარდამჭერებს შეხვდნენ

„საქართველოს პოლიტიკურ მომავალს არა პოლიტიკოსები, არამედ ხალხი განსაზღვრავს, ამიტომაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისაღები შედეგისთვის, თქვენი გადამწყვეტი ხმა იქნება საჭირო“,- ასე მიმართა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ წეროვანში მცხოვრებ მხარდამჭერებს.

მისი თქმით, საქართველოში დღეს არსებულ ურთულეს პოლიტიკურ ვითარებას, თან ერთვის კატასტროფული ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად აღარიბებს.

„იმის მაგივრად, რომ არსებული ვითარებიდან, ხელისუფლებამ გამოსავალი იპოვოს, მისი მოქმედება კიდევ უფრო უსუსურია. ეროვნული ვალუტის მაჩვენებელი უკვე სამ ლარს გადასცდა, უახლოეს მომავალში კი, ყველა ძირითად პროდუქტზე ფასების კატასტროფული მატებაა მოსალოდნელი.

ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა მიწევს და ხშირად მეკითხებიან, როდის დამთავრდება მათი გაჭირვება და რაშია გამოსავალი? ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალი ლიბერალური პოლიტიკის დასრულებაშია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებები რამდენიმე ათეული წელია რაც ახორციელებენ. ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ, ქვეყნის მართვის სადავეები „მოქალაქეთა კავშირმა“ აიღო და დღემდე მათი სახეცვლილი სატელიტები მართავენ ქვეყანას. „მოქალაქეთა კავშირის შემდეგ“, ქვეყნის მართვა მათივე წიაღში აღმოცენებულმა „ნაციონალებმა“ გადაიბარეს, ახლა კი ნაციონალებისგან პორტირებულ ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ ჰქვია“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, ხალხმა თავად უნდა აირჩიოს ის მომავალი, რომელიც მას არა დევნილობასა და ემიგრაციაში ყოფნას აიძულებს, არამედ საკუთარ სამშობლოში ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს.

„ქართული ოცნება“, რომელიც თქვენ 100 ქარხნის „აგუგუნებას“ გპირდებოდათ, ახლა იმას გპირდებათ, რომ ხელს შეგიწყობთ და უცხოეთში ძიძებად დაგასაქმებთ, თუმცა ამ ბოლო დროს ეს დაპირებებიც აღარ ისმის. თქვენ, ასევე გახსოვთ ივანიშვილის სახე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, როდესაც პირობა დადო, რომ ერთ წელში ყველაფერს გამოასწორებდა, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს დასჯიდა, ქვეყნის ეკონომიკას ააღორძინებდა და ღირსეულ საქართველოში ვიცხოვრებდით. გადახედეთ სხვა დაპირებების ვრცელ ნუსხასაც. თუ რომელიმე დაპირება შესრულდა, მაშინ მხარი დაუჭირეთ ხელისუფლებას, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებული ხართ და წლიდან-წლამდე უფრო მეტად გიჭირთ, მაშინ სწორი არჩევანი გააკეთეთ და ხმა მიეცით იმ პატრიოტულ ძალას, რომელსაც ქვეყნის გადარჩენის რეალური სტრატეგია გააჩნია და რომელიც ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა“,- აღნიშნა კახა კუკავამ.

კახა კუკავას განცხადებას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა