„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იყო.

„გასულ წლებში გუდამაყრის ხეობის მიმართ საქართველოს მთავრობის და პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი მხარდაჭერა იყო. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა გოდერძი ჩოხელის სახლმუზეუმი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლას. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა არის გუდამაყრის მთავარი გზის რეაბილიტაცია, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტის განხორციელებას ეტაპობრივად დავიწყებთ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა