შემოსავლების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს

შემოსავლების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, საგადასახადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან სისტემატურად ახორციელებს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, მათ შორის, ინვენტარიზაციას.

„ინვენტარიზაციის მიზანია, მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, წარმოებისა და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული საქონლის (ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.

აღნიშნული პროცესი ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვით და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. ამასთან, თუ კონტროლის პროცედურები (ფაქტობრივი აღრიცხვა) ერთი დღის განმავლობაში ვერ დასრულდება, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, სათავსო ილუქება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დგება შესაბამისი დალუქვის ოქმი.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ამგვარი ღონისძიებები განხორციელდა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში და აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტების მიმართ საგადასახადო კონტროლის პროცედურები განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, 2020 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 245 ფაქტი გამოვლინდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო