ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი - ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ჩვენ მის შედეგებს არ ვაღიარებთ

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ჩვენ მის შედეგებს არ ვაღიარებთ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

თავის სიტყვაში მიშელი შეეხო როგორც ბელარუსში მიმდინარე პროცესებს, ასევე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ჩვენს ურთიერთობებს ჩვენს მეზობლად ექვს ქვეყანაში ვანვითარებთ, განსაკუთრებით, ინსტიტუციებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით. ბელარუსში უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. ჩვენ მის შედეგებს არ ვაღიარებთ. ჩვენ ვგმობთ ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ რეპრესიებს. რეპრესიები და დაშინება უნდა შეწყდეს, ამაზე ყველა პასუხისმგებელმა პირმა კი პასუხი უნდა აგოს და სანქცირებული იყოს. ჩვენ ბელარუს ხალხთან ერთად ვდგავართ, რომელიც საკუთარი მომავლის არჩევაში თავისუფალი უნდა იყოს, ყველანაირი გარე იძულების გარეშე. ეუთოს ხელშეწყობით ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ერთადერთი რეალისტური გზაა წინსვლისთვის.

დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე გულისხმობს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მოთხოვნას მაშინ, როდესაც რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ქიმიური იარაღებით მკვლელობის მცდელობის მსხვერპლია", - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა