პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავეს

პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილთან 18 წლის პაკისტანელი მამაკაცი დააკავეს, გარდა ამისა, ამავე ინციდენტთან დაკავშირებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 6 პირია მოთავსებული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ თავდასხმა „აშკარა ისლამური ტერორიზმის აქტია.“ შემთხვევის ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც მივიდა.

შეგახსენებთ, გუშინ, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა. აღსანიშნავია, რომ პარიზში 15 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც 2015 წელს ჟურნალ „შარლი ებდოს“ ოფისზე თავდასხმაში მონაწილე ორი ჯიჰადისტისთვის დახმარების აღმოჩენაში არიან ეჭვმიტანილები. „შარლი ებდოზე“ განხორციელებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა